მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიუსაფარი ცხოველების მომსახურებისას ვეტერინარულ დაწესებულებებს სანქციები 2027 წლამდე არ დაეკისრებათ

ვეტერინარული კლინიკა

იმ ვეტერინარული კლინიკების მიმართ, რომლებიც მიუსაფარ და მიკედლებულ ცხოველებს მოემსახურებიან, სურსათის ეროვნული სააგენტო კანონით გათვალისწინებულ სანქციებს [ჯარიმა; დაწესებულების დახურვა] არ გამოიყენებს.

კერძოდ, სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ იმისათვის, რომ ვეტერინარულმა დაწესებულებებმა შეფერხების გარეშე შეძლონ არაიდენტიფიცირებული მიუსაფარი (უპატრონო) და მიკედლებული ცხოველების მომსახურება, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, 2027 წლის 1 იანვრამდე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს არ გამოიყენებს.

"ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვის, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვისა და მოთხოვნების აღსრულების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ მუშაობას აგრძელებს.

პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისათვის სააგენტო მუდმივ რეჟიმში თანამშრომლობს ცხოველთა დამცველებთან და შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლებთან.

იმისათვის, რომ ვეტერინარულმა დაწესებულებებმა შეფერხების გარეშე შეძლონ არაიდენტიფიცირებული მიუსაფარი და მიკედლებული ცხოველების მომსახურება, სურსათის ეროვნული სააგენტო, გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, 2027 წლის 1 იანვრამდე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს არ გამოიყენებს.

სააგენტო მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა შესაძლებლობას მისცემს დარგის წარმომადგენლებს, ეტაპობრივად მოიყვანონ საქმიანობა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. აღნიშნული საკითხის საბოლოო დარეგულირებისა და სისტემის სრულყოფის მიზნით, ცხოველთა დამცველებთან და ვეტერინარული სფეროს ექსპერტებთან კონსულტაციები და ერთობლივი მუშაობა კვლავაც აქტიურად გაგრძელდება", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები