მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივესალმები ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებულ სანქციებს - ჯო უილსონი

ჯო უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება.

"მივესალმები ბიძინა ივანიშვილზე დაწესებულ სანქციებს. ივანიშვილს სძულს ამერიკა და უყვარს ჩინეთი და ირანი. ის საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის განადგურებას გეგმავს.

საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - წერს იგი სოციალურ ქსელში.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები