მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიჰყვება “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” - ჯო უილსონი

ჯო უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, დევიდ მაკალისტერის განცხადებას X-ზე ეხმიანება.

დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს “ქართული ოცნების” არც მთავრობას და არც პრეზიდენტს.

კონგრესმენი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ევროპარლამენტი “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” მიჰყვება.

“მივესალმები, რომ ევროპარლამენტი მიყვება ჩვენი კონგრესის დეკლარაციას “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმური ლიდერია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე”, - წერს უილსონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები