მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივესალმები შეთანხმებას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე - შარლ მიშელი

შარლ მიშელი

მივესალმები შეთანხმებას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი X-ზე წერს.

„მივესალმები შეთანხების მიღწევას უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოზე. მოუთმენლად ველი ორივე ქვეყანასთან სამთავრობათაშორისო კონფერენციებს, ჩვენ ვასრულებთ ჩვენს დაპირებებს და მხარს დაგიჭერთ გაწევრიანების გზაზე“, - წერს შარლ მიშელი.

ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლაც: „მივესალმები ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უკრაინისა და მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია. ევროპარლამენტი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ორივე ქვეყანასთან გაწევრიანების გზაზე“.

გუშინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს და უკრაინისა და მოლდოვის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები