დემოკრატი კონგრსმენი გერი კონოლი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაში წერია, ისინი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს მიესალმებიან.
„მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ერთპარტიული ავტორიტარიზმის მოდელთან დააახლოვა უცხოური აგენტების კანონის მიღებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებით და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გაჩერებით.
შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით“, - წერია განცხადებაში.