Wissol-ის და Smart-ის გენერალური დირექტორი, „ფასების კომისიის“ და რითეილერების შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ პროდუქტის ფასების დაწევას მიესალმება. ამის შესახებ ვასილ ხორავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე - მიესალმებით თუ არა პრემიერის ინიციატივას, ვასილ ხორავა პასუხობს: „მივესალმები ფასების დაწევას. ფასები დარეგულირდება, უბრალოდ ინფორმაციის გაცვლა ხდება, რომ მოხდეს ფასების სწორი წარდგენა მომხმარებლის წინაშე".
ჟურნალისტები ვასილ ხორავას დამატებით ჰკითხეს - ხელოვნურად ხდება თუ არა ფასების ზრდა, რაზედაც მისი პასუხი იყო: "არა, კონკურენცია ყველაფერს არეგულირებს, იქნება კონკურენცია - იქნება სწორი ფასები. ვფიქრობ, კონკურენცია სწორია. კონკურენციის სააგენტო მუშაობს და ყველაფერს წარვუდგენთ“.
მან განმარტა, რომ საწვავზე საუბარი არ იყო.
„საცალო ქსელთან დაკავშირებით პროდუქტის ფასებზე იყო საუბარი. ბაზრის შესწავლა ხდება.
რაც შეეხება საწვავთან დაკავშირებით, ჩვენ ვთანამშრომლობთ და რაც დასჭირდებათ ყველა ინფორმაციას ვაწვდით“.
Wissol Group-ში შემავალი სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ მომხმარებელს პროდუქტების ფართო ასორტიმენტს, როგორც ყოველდღიური ცხოვრების, ისე მგზავრობისთვის სთავაზობს




























