მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიწის რეფორმის გამარტივებული პროცედურებით 608 656 განაცხადი დარეგისტრირდა

BM.GE
13.02.19 11:30
1134
იუსტიციის მინისრტმა პრემიერთან ერთად მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური ანგარიში წარადგინა. თეა წულუკიანი ინფორმაციით, რეფორმის ამოქმედებიდან, 2016 წლის პირველი აგვისტოდან 2019 წლის 5 თებერვლამდე, გამარტივებული პროცედურებით 608 656 განაცხადი დარეგისტრირდა. ჯამურად, რეფორმის ფარგლებში, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფართობი 301 976 ჰექტარს შეადგენს. რეფორმის ფარგლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების რაოდენობით იმერეთი, კახეთი და შიდა ქართლი ლიდერობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები