მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მიხაილოვის საავადმყოფოს" ყოფილი შენობა 35 მილიონ ლარად იყიდება

5de11c937abc9
შოთა ტყეშელაშვილი
29.11.19 19:10
2250
თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირის 60 ნომერში მდებარე 8350 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი, ე.წ. "მიხაილოვის საავადმყოფოს" ყოფილი ტერიტორია იყიდება.

ელექტრონული საჯარო აუქციო დღეს, პროექტ "100 საინვესტიციო ქონება ბიზნესს" ფარგლებში გამოცხადდა. ტერიტორიის საწყისი ღირებულება 35 მილიონ ლარს შეადგენს. 

სახელმწიფო ინვესტორისგან 48-თვიან ვადაში ადგილზე სასტუმროს ან კომერციული/საოფისე დანიშნულების ობიექტის მშენელობას ითხოვს. 

სახელმწიფო ტერიტორიის მყიდველს საპრივატიზაციო ვალდებულებას უდებს, შემძენმა ადგილზე 40 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, ამასთანავე ინვესტორს დაევალება, შეინარჩუნოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ინვესტორის მიმართ მთავრობის სრული საინვესტიციო მოთხოვნები ასეთია:

"ა) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე კომპლექსის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), სასტუმროს ან/და კომერციული დანიშნულების ფართ(ებ)ს ან/და საოფისე დანიშნულების ფართ(ებ)ს) შექმნის მიზნით სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება (რაც შეიძლება მოიცავდეს უძრავი ქონების ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს, უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათების მოწყობას), კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება.

გ) პირადად ან მესამე პირის მეშვეობით „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 40 000 000 (ორმოცი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;

დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების თაობაზე ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება,"- ნათქვამია საპრივატიზაციო მოთხოვნებში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები