მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი: OCO Global-თან მუშაობით მნიშვნელოვნად გავზრდით ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიულ მასშტაბს

5fce4232a51ce
BM.GE
07.12.20 18:51
774

USAID -ის მხარდაჭერით, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიულ არეალს ზრდის და საერთაშორისო კომპანია OCO Global-თან თანამშრომლობას იწყებს.

“უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან OCO Global-თან მუშაობით, მნიშვნელოვნად გავზრდით ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიულ მასშტაბს“ - განაცხადა „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.

USAID-ის ფინანასური მხარდაჭერით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმასთან OCO Global-თან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკაში მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების მოზიდვას და საქართველოს ეკონომიკის პოტენციალთან დაკავშირებით საერთაშორისო ინვესტორთა ცნობიერების ამაღლებას. ინიციატივის პრიორიტეტი იქნება ინდუსტრიული და ექსპორტზე ორიენტირებული პროექტები, როგორიცაა ინოვაციური, მაღალხარისხიანი ელექტრონიკის, სამედიცინო ინსტრუმენტების, საავააციო და მანქანების ნაწილების წარმოება.

“ეს ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას ინოვაციურ მრეწველობაში, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის კონკურენტულ, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას”- ამბობს USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები