მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მჯერა, ჩვენი თავდადებით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი - განათლების ახალი მინისტრი

ალექსანდრე წულაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარდგენისას ახალმა მინისტრმა განაცხადა, რომ განათლება ქმნის ქვეყნის უკეთეს მომავალს და თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შეძლებენ უზრუნველყონ საქართველოს უკეთესი მომავალი.

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთელს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო თქვენი თანამებრძოლი. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი ამილახვარს ყველა იმ რეფორმისთვის, რასაც მან ხელი მოჰკიდა. იმედი მაქვს, ჩვენ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმებს. მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი", - განაცხადა ახალმა მინისტრმა.

გიორგი ამილახვარმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა 28 სექტემბერს დატოვა და განაცხადა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები