მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, გადმორიცხვები და ტურიზმი - რა ამყარებს ლარს?

61fd3b18dd51d
მარიამ ვარადაშვილი
04.02.22 21:20
1004
ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ასახელებს, რომელიც მარტის ბოლომდე 10.5%-ს შეადგენს. 30 მარტს კი ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განაკვეთს გადახედავს.

“ნახტომისებური გამყარება ერთობლივი ქმედებების ჯაჭვის შედეგია, რომელმაც ლარი იმ გამყარებამდე მიიყვანა, რაც დღეს გვაქვს. ჩემი აზრით, ეს არის ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ლარის გამყარების მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არ შეამცირა, უცვლელად დატოვა, რითაც ჩემი აზრით, ინფლაციური მოლოდინების მართვისკენ გადადგა ნაბიჯი”, - ამბობს აბაშიშვილი.

ამას გარდა, ის ლარის დოლართან მიმართებით გამყარების ფაქტორებად ტურიზმის გამოცოცხლებასა და ფულადი გზავნილების ზრდას ასახელებს.

“გამოცოცხლება შეინიშნება ტურიზმში. ეს პერიოდი - იანვარ-თებერვალი საქრათველოში ტურისტულ პერიოდად ითვლება. ცხადია, ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუწყო ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას. ასევე გადმორიცხვების მაჩვენებელიც, რომელსაც თუ დავაკვირდებით წლის მეორე ნახევარში საკმაოდ მზარდი ტენდენცია ჰქონდა. ვიმეორებ, ლარის გამყარება გამოიწვია ფაქტორთა ერთობლიობამ”, - განაცხადა აბაშიშვილმა “ანალიტიკაში”.

ცნობისთვის, 4 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.12 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9867 ლარს შეადგენს. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ივნისში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები