მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ხალხს. დიდმა ბრიტანეთმა ახლა უნდა იმოქმედოს - ჯეიმს მაკკლირი

ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკლირი საქართველოსთან დაკავშირებით X-ზე წერს და აღნიშნავს, რომ "დიდმა ბრიტანეთმა ახლა უნდა იმოქმედოს".

ის ხაზს უსვამს, რომ მან და ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდეს.

"ქართველ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ დემოკრატიისთვის ბრძოლაში. დიდმა ბრიტანეთმა ახლა უნდა იმოქმედოს.

ამ შაბათ-კვირის ძალადობა საქართველოში ადასტურებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. ჯო უილსონმა და მე საგარეო საქმეთა მინისტრს მოვუწოდეთ ივანიშვილზე - პუტინის ოლიგარქ მარიონეტზე - სანქციების დაწესებისკენ",- წერს ბრიტანელი დეპუტატი X-ზე.

შეგახსენებთ, სწორედ სწორედ ჯეიმს მაკკლირმა წარადგინა შუამდგომლობა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები