მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად მომავლის პროექტები უნდა შევქმნათ“ – „ამბასადორი აილენდ ბათუმი“

კამკია

„საქართველოში მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად თანამედროვე ადამიანზე მორგებული მომავლის პროექტები უნდა შევქმნათ“ - ეს განცხადება „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ კონფერენცია „გრემოზე“ გააკეთა.

მისი შეფასებით, გეოპოლიტიკური, ფინანსური თუ სხვა გამოწვევების მიღმა ბიზნესისთვის პრობლემაა თანამედროვე ბაზრის ტენდენციებთან შესაბამისობაში მოსვლაც.

„მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტი არის ის, ვინც მოითხოვს ადეკვატური და მაღალი ხარისხის სერვისს. ამ მიმართულებით ნებისმიერვიზიტორი, ომელიც ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებას აპირებს, უყურებს უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დეველოპერებმა, დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა - ვინ არის და რას ითხოვს ასეთი ტურისტი?

ეს მაღალმხარჯველუნარიანი ადამიანი სხვადასხვა პერიოდში იყო სხვადასხვა ტიპის, 80-იან წლებში სხვა გემოვნება ჰქონდათ, 90-ში სხვა, დღეს სხვა ამბიციები აქვთ და მათ სჭირდებათ სხვა კონცეფცია. ამიტომ ჩვენ როცა დავიწყეთ ამ ისტორიული პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობდა ორი ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნას, კითხვა დავსვით - საით აპირებს მსოფლიო უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში განვითარებას - ტექნოლოგიური, ინტელექტუალური თუ ხელოვნური ინტელექტის განვითარების კვალდაკვალ?

მთავარია რა მრავალფეროვანი სერვისები ვითარდება, რა ტენდენციებია მწვანე არქიტექტურის მიმართულებით, საზოგადოებაზე ორიენტერებაზე და პასუხისმგებლობიანურობის თვალსაზრისით.

საქართველოში უნდა გაკეთდეს უფრო მეტი ისეთი პროექტი, რომელიც სწორედ კომფორტის მიღმა იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებრივი ცხოვრების გამამარატივებელი. მნიშვნელოვანი საკითხი რაც თანამედროვე ადამიანს უდგას, არის სიმარტივე და დროის დაზოგვა. მომავლის პერსპექტივაში ვიტყოდი, რომ აუცილებელია სწორი ინიციატივების განხორციელება და მისი წარდგენა სახელმწიფოს წინაშე, ეს იქნება საკანონმდებლო, საინვესტიციო თუ სხვა. პრაქტიკული მაგალითები რომ ვთქვათ, ჩვენ ახლა ვყიდით საინვესტიციო პროექტებს, მაგრამ არ გვაქვს აპარტამენტების შესახებ კანონი. ეს საბინაო ფონდისგან განსხვავდება, ეს არის საინვესტიციო, ამიტომ შემდგომში ამის მართვა მოითხოვს სპეციალურ საკანონმდებლო მოწესრიგებას.

ვფიქრობ, მომავლის მიმართულებით ბევრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ როგორც ბათუმში, ისე დანარჩენ საქართველოში. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ჩვენ გამოვავლინეთ, ჭკვიან ქალაქს ვავითარებთ კუნძულზე და ჩავატარებთ კვლევას, თუ სად ვართ და რა შეგვიძლია გავაკეთოთ. გეოპოლიტიკური, ფინანსური თუ სხვა გამოწვევების მიღმა, ჩვენ თავად გვაქვს ბევრი სამუშაო იმისთვის, რომ ვიყოთ ამ ბაზრის ტენდეციებთან შესაბამისობაში“, - განაცხადა კამკიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები