მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მხარს ვუჭერთ ყველას, ვინც მიისწრაფვის, გააგრძელოს ევროპული გზა - EU-ის დიპლომატების მილოცვები

გერმანის ელჩი

ევროპული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ელჩები საქართველოში, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მილოცვის განცხადებებს ავრცელებენ.

ევროპელი დიპლომატები თავიანთ განცხადებებში ადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომლებიც ქვეყნის ევროპულ კურსს უჭერენ მხარს.

პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში

"1918 წლის 26 მაისი ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვის სიმბოლოა. დღეს, ისევე როგორც მაშინ, გერმანია დგას მათ გვერდით, ვინც მხარს თავისუფალ, მშვიდობიან და ევროპულ საქართველოს უჭერს. გილოცავ, საქართველო, დამოუკიდებლობის დღეს!"

ჟულიენ დე ფრაპონი, ბელგიის ელჩი საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქმენეთში

"ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველს, მათი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღნიშვნაში. და მხარს ვუჭერთ ყველას, ვინც მიისწრაფვის, გააგრძელოს ევროპული გზა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და მდიდარ ისტორიაზეა დაფუძნებული".

მასალა განახლდება

მანამდე დამოუკიდებლობის დღის მისალოცი ერთობლივი განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წარმომადგენლობის და წევრი ქვეყნების საელჩოების ერთობლივი ადგილობრივი განცხადება

"ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან. პროგრესი დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.

ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები