მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ კანდიდატის სტატუსით ვერ განვვითარდებით, ევროპული ღირებულებები უნდა მივიღოთ - მარიამ ასათიანი

რემაქსი

RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი დირექტორის მარიამ ასათიანის აზრით, დასავლურ და განვითარებულ მსოფლიოსთან ინტეგრაციის შესაძლებლობა ყველაზე მეტად უნდა გამოვიყენოთ.
ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის.

„მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით ვერ განვვითარდებით, ევროპული ღირებულებები უნდა მივიღოთ“ - ამბობს მარიამ ასათიანი და იქვე დასძენს, რომ ყველაზე მეტად ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები უნდა გავაანალიზოთ.

„საერთოდ, რამეს რომ ვაფასებთ ხოლმე, ყოველთვის შეიძლება ვთქვათ - „ასე რომ ყოფილიყო ან ასე რომ გვექნა, კარგი იქნებოდა“, მაგრამ ყველაზე მეტად გაცდენილ შესაძლებლობებზე უნდა დავფიქრდეთ. შესაძლებლობები კი, სულ ეძლევა ჩვენს ქვეყანას, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს; ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, აქ სულ რაღაც დუღს, მაგრამ რამდენად სრულად ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, რთული სათქმელია, თუმცა რადგან იზრდება ეკონომიკა, ალბათ ვიყენებთ ხოლმე;

ახლა კი, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, არის მეტი ინტეგრაცია დასავლურ და განვითარებულ მსოფლიოსთან. ამის გამოუყენებლობა დაკარგული შესაძლებლობაა“, - თქვა მარიამ ასათიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები