თბილისიდან არცთუ შორს - ქარელის რაიონის სოფელ რუისში, ოთხი თვის წინ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი ქარხანა ამოქმედდა, აქამდე საქართველოში მსგავსი პროდუქტი არ იქმნებოდა და აგრო სექტორი სრულად იმპორტირებულ ბადეებს იყენებდა, ახლა კი ფერმერებს ქართული წარმოების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების შეძენაც შეუძლიათ. საწარმოს ასამოქმედებლად 0.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და იქ 35 ადამიანია დასაქმებული.
➡ავთანდილ მაისურაძე - "აგრობადეს" დამფუძნებელი;