მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული ავეჯის მწარმოებელი “ბექაური არტი”

"მხოლოდ ქართულის" რუბრიკით საქართველოს ავეჯის ინდუსტრიის ერთ-ერთ წევრზე გიყვებით. საუბარია კომპანია - "ბექაური არტზე", რომელიც ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს ყველანაირი ტიპის ავეჯის დიზაინსა და აწყობას სთავაზობს. "ბექაური არტი" დიდი დიღმის ტერიტორიაზე ორსართულიან შენობას ფლობს. შენობის პირველი სართული საწარმოა, ხოლო მეორე - საგამოფენო სივრცისთვისაა დათმობილი, რათა მომხმარებლისთვის არჩევანი კიდევ უფრო გამარტივდეს. კომპანია მიმდინარე წელს მნიშვნელოვან სიახლეზე მუშაობს, გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც მეორე საწარმოს აშენებს. ამ ეტაპზე, საწარმოში 20-მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა წარმოების ზრდის შემდეგ, კადრების დამატებაც იგეგმება.

ცოტნე ხატისაშვილი - “ბექაური არტი”, გაყიდვების დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები