სოციალური საწარმოა, რომელიც თითქმის ცხრა წელია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ქმნის სივრცეს, სადაც მათ ხატვის, კერამიკაზე და ქსოვილებზე მუშაობის სწავლა შეუძლიათ. მიზანია, რომ ამ ბავშვებმა მომავალში დასაქმება და საკუთარი პროფესიის ქონა შეძლონ. გარდა სასწავლებელი სივრცისა, ბაბალეს აქვს საწარმო, სადაც 20 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც სხვადასხვა სახეობის პროდუქტებს ქმნიან, ყველა მათგანში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას. პროდუქცია როგორც ონლაინ, ასევე მათი შოურუმიდანაც რეალიზდება და ახლახან ამერიკის ამაზონზეც შევიდნენ.
ლია ტაბატაძე - "ბაბალე", დამფუძნებელი;