2021 წელს შვეიცარიული საათების ფრანგული ბრენდი "დეგიღე" ამოქმედდა. ბრენდის დამფუძნებელმა ლუკას ღუაიემ კი საათების დიზაინის შექმნა სრულად ტიხრული მინანქრის ქართველ დიზაინერებს ნიკოლოზ ფანჩულიძესა და ლიკა მესხს მიანდო. გავიდა წლები და დღემდე არაფერი შეცვლილა - ფრანგული ბრენდისთვის კვლავ მხოლოდ ქართველი დიზაინერები მუშაობენ. საათები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჯერ-ჯერობით, ონლაინ იყიდება, თუმცა ბრენდს დიდი გეგმები აქვს, მათ შორის მაღაზია-ბუტიკის თბილისში გახსნაც, რაც, ცალსახად, ქართველი დიზაინერების ჩართულობის გავლენაა.
ნიკოლოზ ფანჩულიძე - ტიხრული მინანქრის დიზაინერი;