მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#მხოლოდქართული მუსიკალური ფესტივალი - ყველაფერი Tbilisi Open Air შესახებ

თბილისის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის შესახებ გიყვებით, რომელიც საქართველოში 2009 წლიდან ტარდება. მუსიკალურ ფესტივალს, რომელსაც წლიდან წლამდე ათასობით ერთგული მსმენელი და დამსწრე ელოდება, ანებივრებს ადგილობრივ და სპეციალურად Tbilisi Open Air - სთვის ჩამოსულ სტუმრებს საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკოსების დასწრება-შესრულებით. წელს Open Air გამორჩეული იყო. ადგილი იგივე, ბუნება იგივე, მსმენელიც იგივე, თუმცა სცენა იქცა სივრცედ, სადაც მხოლოდ ქართველი არტისტების ხმა გაისმა - ხმა, რომელიც პირდაპირ საქართველოდან ისმოდა და მთელ მსოფლიოს გააგონა, რას ნიშნავს ჩვენთვის თავისუფლება. არტისტებმა, პოლიტიკური შეხედულების ასაკის თუ გემოვნების მიუხედავად, თითოეულმა მათგანმა სცენაზე საკუთარი თავისუფლება აიტანა - როგორც მუსიკა და როგორც სიჩუმის დამრღვევი ხმა. ეს იყო ორ დღიანი, მუსიკით გადმოცემული სურვილი, რომელიც სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ აღნიშვნამდე - უქმე დღეებზე გადანაწილდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები