Oxgen Solutions - კომპანია, რომელიც ტესტსისტემებს ქმნის. ტესტსისტემები კი საშუალებას იძლევა დნმ-ის და რნმ-ის ანალიზები გაკეთდეს. ნატახტარში მდებარე წარმოება, ლაბორატორია, - დღეში დაახლოებით 10 000-მდე ტესტის დამზადების შესაძლებლობას იძლევა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რეალიზაცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არ ხდება და საქართველოში დამზადებული ტესტსისტემა საერთაშორისო ბაზრებისთვის, მათ შორის ევროპისთვისაც საინტერესო პროდუქტია. კომპანიის დამფუძნებელი თვლის, რომ საქართველოში ბიოტექმიმართულებას აქვს პოტენციალი, რამაც შესაძლოა საქართველო და აქ წარმოებული ნანო ტექნოლოგიები მსოფლიოში მეტად მოთხოვნადი გახადოს.
ვლადიმერ ბარამიძე - OxGEn solutions, დამფუძნებელი