"რომა ჯელატო" ნაყინის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან, სასარგებლო, გემრიელ ნაყინს სთავაზობს. "რომა ჯელატო" - ანუ ნაყინი რომიდან პირველად ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა, კომპანიის მთავარი ამოცანა კი საქართველოში კლასიკური იტალიური ნაყინის წარმოების გახსნა იყო. ბევრი შრომის შედეგად, რომა ჯელატო დღეს არამარტო სანაყინეა, არამედ საწარმო, რომელიც საკუთარ ობიექტებთან ერთად, სხვა კომპანიებსაც აწვდის ნაყინს. რომა ჯელატოს არ გააჩნია სეზონურობა, პროდუქტი წლის ნებისმიერ პერიოდში ხელმისაწვდომია. შეიძლება ითქვას, რომ 16 წლის წინ ჩაფიქრებულმა იდეამ გაამართლა და დღეს უკვე ბრენდს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს.
თამუნა უდესიანი - “რომა ჯელატო”, დამფუძნებელი;