სოლოლაკში, პურის მოედანზე, ჩვენი ქალაქის ისტორიულ ნაწილში უკვე ერთი წელია რაც ახალი სასტუმრო დამსვენებელს მთელი მსოფლიოდან, უმეტესად კი ევროპიდან მასპინძლობს. საუბარია სასტუმრო “პურის მოედანზე”, რომელიც 1800-იან წლებში აშენებულ შენობაა წარმოადგენს. მაშინ, როცა ამ ლოკაციაზე სასტუმროს შექმნა გადაწყდა, კომპანიის მენეჯმენტმა პირველად მიზნად ძველის ახლად გარდაქმნა დაისახა, თუმცა ძველი ექსტერიერის მაქსიმალური შენარჩუნებით. ჩანაფიქრი გამართლდა. დედაქალაქში მდებარე 17 ნომრიანი სასტუმრო შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციების და თანამედროვეობის გამორჩეული შერწყმაა.