პროფესიით ექიმმა, გასტროენტეროლოგმა წლების წინ პურის წარმოება დაიწყო. იდეა, რომლის გარშემოც ბიზნეს მოდელი შეიქმნა, ჯანსაღი პურის დამზადებას გულისხმობდა. საჭიროება მაშინ გაჩნდა, როდესაც გამოცდილებამ აჩვენა, რომ პური, ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტი, შესაბამისი ტექნოლოგიით უნდა გამოცხვეს. ის უნდა შეიცავდეს მცენარეულ ბოჭკოებს, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია. იდეა რეალობად იქცა და დიდი შრომის შედეგად შეიქმნა დამზადების მეთოდი, ტექნოლოგია, რომლითაც დღეს უკვე პური „მარგი“ იქმნება. როგორც მარგის შემოქმედი ამბობს, მედიცინისა და ბიზნესის ინტერესები დაემთხვა. დღეს კი მთავარ მიღწევებს შორის "მარგის" ტექნოლოგიაა, რომელიც დაპატენტებულია შვიდ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
გელა სულაბერიძე - "მარგი", დამფუძნებელი;