"#მხოლოდქართული"-ს რუბრიკის ფარგლებში დღეს ტექნოლოგიური სტარტაპის - QuickShipper - ის შესახებ გიყვებით, რომელიც გამოძახების სერვისის პროგრამულ უზრუნველყოფას ქმნის და კომპანიებს შეკვეთების მიტანის მენეჯმენტს უმარტივებს. ქართულ ბაზარზე უკვე 400-ზე მეტ ბიზნესთან პარტნიორობა, 9 საკურიერო კომპანიასთან თანამშრომლობა და ევროპის ათეულობით ქვეყანაში ოპერირება, - ასე გამოიყურება ამჟამად QuickShipper - ის შედეგები. სტარტაპი ვითარდება და ეტაპობრივად ახალ, უფრო დახვეწილ სერვისებსაც ამატებს,