"ტივი" - ეს არის რესტორანი მტკვარზე, რომელიც აერთიანებს ძალიან საინტერესო სერვისს. საუბარია - მტკვარზე გასეირნების ატრაქციაზე, რომელიც თბილისის სრულად სხვა თვალით დანახვაში დაგეხმარებათ. როგორც ტივის დამფუძნებელი ამბობს, მთავარი მიზანი იყო ქართველები წყალთან დაემეგობრებინათ. მიზანი ნაწილობრივ შესრულებულია და პირველი ნაბიჯებიც გადადგმულია. გეგმაც ბევრია. მთავარ გეგმას ჯერ არ ამხელენ თუმცა გეტყვით, რომ მომხმარებელს ძალიან გაახარებს და მტკვრის როგორც ტურისტული ატრაქციის პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.
ნიკოლოზ კორკოტაძე - “ტივი”, დამფუძნებელი;