მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული - საკონდიტრო კომპანია Genoise

"მხოლოდქართულის რუბრიკაში ამჯერად “ეს ელ კომპანი” უნდა გაგაცნოთ, რომელიც ახალციხეში საკონდიტრო და პურ-ფუნთუშეულის საწარმოს აერთიანებს. კომპანიის ისტორია 2008 წელს იწყება, მაშინ, როცა ახალციხეში პირველი პიცერია გაიხსნა - განვითარების არაერთი ეტაპის გავლის შემდეგ დღეს ეს ელ კომპანი 1500 კვადრატული მეტრის საწარმოს და 190-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ახალციხიდან უკვე თბილისში კომპანიამ “ჟენუაზი” გახსნა. ჟენუაზი - “ეს ელ კომპანის”, თბილისში პირველი ფილიალია. კომპანიის დამფუძნებელი გვიყვება, რომ იმ ხარისხს, რომელსაც წლებია ახალციხის მოსახლეობას სთავაზობს, ახლა თბილისელ მომხმარებელსაც აწვდის. “ჟენუაზის” მთავარი მიმართულება ევროპული და კლასიკური საკონდიტრო ნაწარმია და დედაქალაქში ძალების მოსინჯვის შემდეგ წარმოება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლასაც უმიზნებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები