DeliveroW - ქართული საკურიერო კომპანია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ამანათების განაწილებას უზრუნველყოფს. სერვისი სრულად გამართულია და მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის კომფორტს. ბიზნეს კონცეფცია არამარტო შემოსავლების გენერირებას ისახავს მიზნად, არამედ სრულიად ინდუსტრიის განვითარებას და ლოგისტიკასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას. სტარტაპი განვითარების ეტაპზეა, თუმცა უკვე საკმაოდ მსხვილი შეკვეთების განხორციელებას და არაერთი კომპანიის მომსახურებას ახერხებენ. გეტყვით იმასაც, რომ DeliveroW პლატფორმა Freebusiness.ge-ს ხელმომწერია, პლატფორმის, რომელიც მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ ორი ძირითადი მოთხოვნით შეიქმნა, გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები და ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები. სწორედ პლატფორმაზე რეგისტრაციისა და პოზიციის დაფიქსირების გამო, კომპანია Deliverow-სთან პარტნიორმა კომპანიებმა მოლაპარაკებები გაწყვიტეს. როგორც ტრანსპორტირების მომსახურების კომპანიაში აცხადებენ, დეკემბრიდან დღემდე დაფიქსირებული პოზიციის გამო სრულყოფილად მუშაობის საშუალება აღარ ეძლევათ.