რამდენიმე თვეა, რაც თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში, ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი სასტუმრო - "მაქმანი" გაიხსნა. თუმცა სასტუმროს ისტორია რამდენიმე თვეს სულაც არ ითვლის. "მაქმანის" შენობას, ალბათ ისეთივე დიდი ისტორია აქვს, როგორც სოლოლაკს. ის 1847 წელს აშენდა, 1927 წელს კი დღევანდელი „მაქამანის“ სასტუმროს დამფუძნებლის წინაპრებმა შეიძინეს. შენობა დაზიანდა და აღდგენას საჭიროებდა. წლების შემდეგ, მამუკა ჯანგავაძეს გაუჩნდა იდეა, აღედგინა წინაპრების დანატოვარი, ოღონდ ისე, რომ მისი პირვანდელი სახე მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ. კვლევების, რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპის გავლის შემდეგ, შენობა აღადგინეს. საქმეს საკმაოდ დიდი ინვესტიციაც დასჭირდა, თუმცა დღეს ის უკვე ერთ-ერთი გამორჩეული განთავსების ობიექტია, რომელიც რესტორანს, ტერასებს, ეზოსა და სხვა სივრცეებს აერთიანებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც არქიტექტურული ძეგლის მატარებელ შენობას უფლება მიეცა ნაწილობრივი დემონტაჟისა და აღდგენის. წარმატებულ პროექტს შესაბამისი აღიარებაც მოჰყვა. ნამუშევარმა საერთაშორისო არქიტექტურული პრემია მიიღო, როგორც საუკეთესოდ აღდგენილი ძველი შენობა.
მამუკა ჯანგავაძე - სასტუმრო „მაქმანი“, დამფუძნებელი;