მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

#მხოლოდქართული სოციალური საწარმო სამკერვალო "ლიდერი"

მხოლოდ ქართულის რუბრიკაში სოციალური საწარმო სამკერვალო "ლიდერის" შესახებ გიყვებით, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს და სპეციალური საჭიროების მქონე ქალებისთვის ჯერ ჭრა-კერვის სწავლებას, შემდეგ კი მათ დასაქმებას ისახავს მიზნად. საწარმომ სტარტი ქალაქ გორში აიღო, შემდეგ კი თბილისში გაფართოვდა, ამჟამად 20-მდე რეგულარულ თანამშრომელს ასაქმებს და უმეტესად კორპორაციულ დაკვეთებზე მუშაობს, თანაც ქვეყნის უმსხვილეს კომპანიებთან თანამშრომლობს. სოციალურ საწარმო სამკერვალო ლიდერში ახალი, ბავშვის ტანსაცმლის ბრენდი "ლიმოც" დაიბადა, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე საკმაოდ აქტიურად ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები