დღეს მხოლოდ ქართულის რუბრიკაში კომპანია - "აა პლასტის" შესახებ გიყვებით, რომელიც წლებია ქართულ ბაზარს პოლიეთილენის ნაწარმს აწვდის. სამი წლის წინ, კი კომპანიამ ახალი პროექტები აამოქმედა, რომელიც სარწყავი არხების წარმოებას მოიცავს. რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, სიმძლავრეები გამართეს და სრულად ქართული, სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმოებასაც აქტიურად შეუდგნენ.