მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#მხოლოდქართული წარმოება - “იმერი", ქართული ბაღჩეულისა და ბოსტნეულის საწარმო

"მხოლოდ ქართულის" რუბრიკის ფარგლებში, ამჯერად ბაღჩეულისა და ბოსტნეულის მწარმოებელ კომპანია - "იმერზე” გიყვებით, რომელიც დაახლოებით 5 წელია ქართულ ბაზარს ჯანსაღი პროდუქტით ამარაგებს და ასორტიმენტში ისეთ ბოსტნეულსაც, თუ ბაღჩეულს აერთიანებს, რომელიც ხშირად დეფიციტურია. კომპანიის, ასორტიმენტი 60-მდე დასახელების პროდუქტს ითვლის და რაც მთავარია ყოველწლიურად მომხმარებლისთვის არჩევანი კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება. იმერის ბოსტნეულს საქართველოს თითქმის ყველა ქსელში შეხვდებით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ჰორეკა სექტორთანაც. აქვე გეტყვით, რომ იმერი დღეს სრულად ენერგოდამოუკიდებელია.. კომპანია მზის ელექტროსადგურის ხარჯზე - მდგრად წარმოებად ჩამოყალიბდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები