მხოლოდ ქართულის რუბრიკის ფარგლებში საწარმო "კარბას" გაგაცნობთ. ეს არის კომპანია, რომლის დამფუძნებელიც, მარიამ კარბაია სერტიფიცირებული შემდუღებელია და მისი ამ საქმისადმი სიყვარულმა ბიზნეს იდეაც გააჩინა. "კარბა" - დღეს უკვე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას ფარავს, მათ შორის, სარემონტო სამუშაოები, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი, მეტალისა და ხის ავეჯის დამზადება, დეკორატიული აქსესუარები და თერმული ღებვა.