მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მნიშვნელოვანი გამოწვევა პროდუქტზე მზარდი მოთხოვნაა“ – „ნოსტეში“ 2022 წელს აფასებენ

63c8fe8e6c1c9
ვიქტორია მღებრიშვილი
19.01.23 16:28
975
ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია Georgian Poultry Production-ში (GPP), გასულ - 2022 წელს კომპანიისთვის დიდი გამოწვევების და სწრაფი განვითარების წლად აცხადებენ და ამბობენ, რომ „ნოსტეს“ ბრენდისთვის მთავარი გამოწვევა მათ პროდუქტზე მზარდი მოთხოვნა იყო. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ფირცხალაიშვილმა ისაუბრა.

გაზრდილი მოთხოვნისა და ქსელის გაფართოების შედეგად „ნოსტეში“ ამბობენ, რომ გასულ წელს ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული პროდუქტი სრულად გაიყიდა. პროდუქტის რეალიზებისთვის ქსელის გაფართოებისთვის განხორციელებული ინვესტიციების შესახებ კომპანიაში არ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ „ჯი პი პი“-მ 2022 წელს წარმოების ზრდისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო.

„გასული წელი კომპანიისთვის გამოწვევების და სწრაფი განვითარების წელი იყო. მნიშვნელოვან გამოწვევას „ნოსტეს“ პროდუქციაზე სწრაფად მზარდი მოთხოვნა და განვითარების რიტმი წარმოადგენდა, რომელსაც არ ჩამოვრჩით და ვთვლით, რომ წარმატებით გავართვით თავი.
„ნოსტეს“ წარმოების და საფირმო მაღაზიების ქსელის განვითარებისთვის კომპანია „ჯიპიპიმ“ გასულ წელს მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. ამჟამად ჩვენი წარმოების ხორცპროდუქტების შეძენა, თბილისის, რუსთავის, მცხეთის და ქუთაისის მასშტაბით „ნოსტეს“ 60-მდე საფირმო მაღაზიიდან არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე ნოსტეს ხორცპროდუქტები შეძენა ჩვენი პარტნიორი კომპანიების სუპერმარკეტებში (ნიკორა, ფრესკო, კარფური, გუდვილი, მაგნიტი, მულტი) შეუძლია. გარდა ამისა, „გლოვოს“ ადგილზე მიტანის სერვისი ჩვენი წარმოების ხორცპროდუქტების შეძენას კიდევ უფრო მარტივს ხდის“, - ამბობს გიორგი ფირცხალაიშვილი.

„ჯიპიპის“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანია „ნოსტე“ პროდუქციის ღირებულების შენარჩუნებას ყოველთვის ცდილობს.

„ფრინველის საკვები მარცვლეულის ფასი, მიმდინარე ინფლაციური პროცესები, ასევე კომუნალური და სხვა ხარჯები მნიშვნელოვნად განაპირობებს პროდუქციის საბოლოო ღირებულებას. ამან ჩვენი პროდუქციის მცირედით გაძვირება გამოიწვია“, - უთხრა BM.GE-ს ფირცხალაიშვილმა.

ცნობისთვის, Georgian Poultry Production-მა ქათმის ხორცპროდუქტების რეალიზება "ნოსტეს" ბრენდით 2020 წელს დაიწყო. კომპანიამ საწყის ეტაპზე ბიზნესის განვითარებისთვის 20 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო. შედეგად, საქართველოს რამდენიმე ქალაქში თბილისში, რუსთავში, მცხეთაში და ქუთაისში დღეისთვის „ნოსტეს“ ბრენდის 60-მდე მაღაზია მოქმედებს; კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა კი 400-ს აღწევს. თუმცა Georgian Poultry Production-ი მიღწეული შედეგებით არ კმაყოფილდება და ხორცპროდუქტებზე არსებული მაღალი მოთხოვნის შესაბამისად 2023 წელს წარმოების გაზრდას და სარეალიზაციო ობიექტების დამატებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები