მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ პერიოდში ლარის სტაბილურობა შენარჩუნებულია - ალექსანდრე ძნელაძე

ალექსანდრე ძნელაძე

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ პერიოდში ლარის სტაბილურობა შენარჩუნებულია. მან ამის შესახებ ლარის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ პერიოდში ლარის სტაბილურობა შენარჩუნებულია და ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ამას. ამ თვალსაზრისით ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელი ღონისძიება არის მნიშვნელოვანი როგორც ლარის იუბილესთან მიმართებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტა საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობისთვის და მომავალი განვითარებისთვის“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ლარის კურსთან დაკავშირებით მოლოდინების შესახებ კითხვაზე, ის აღნიშნავს, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, ამ მიმართულებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ზაფხულის პერიოდში ძირითადად არაა მკვეთრი შოკები მოსალოდნელი.

"წინა პერიოდის ტენდენციას თუ შევხედავთ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ამ პერიოდისთვის სტაბილური არის გაცვლითი კურსი. ზაფხულის პერიოდში ძირითადად არაა ხოლმე მკვეთრი შოკები მოსალოდნელი", - ამბობს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები