მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მნიშვნელოვანია სასწავლო ბინადრობის ნებართვის ბოროტად გამოყენების პრევენცია - პოლიტიკა გამკაცრდება | ირაკლი კობახიძე

სტუდენტები

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასწავლო ბინადრობის ნებართვების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის პოლიტიკა გამკაცრდება. ამის შესახებ მან პარლამენტში მიგრაციის საკითხებზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ პრაქტიკაში არაერთი შემთხვევაა, როდესაც პირები სასწავლო ნებართვებს იღებენ, თუმცა საქართველოში სწავლის მიზნით არ იმყოფებიან.

„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მზადდება მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივები, აქ დეტალებში ჯერ არ შევალ. როდესაც გვექნება უკვე პაკეტი მზად, ამის შემდეგ მოგახსენებთ დეტალების თაობაზე და წარმოგიდგენთ შესაბამის პაკეტს.

ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო ბინადრობის ნებართვის ბოროტად გამოყენების პრევენცია. ამ მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული პრობლემური პრაქტიკა, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც რეალურად პირი არ იმყოფებოდა სწავლის მიზნით საქართველოში და მათზე მაინც გაიცემოდა ბინადრობის ნებართვა. ასეთი შემთხვევები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, მაქსიმალურად გამკაცრდება პოლიტიკა ამ კუთხით.

დაიხვეწება უცხოელების მონაცემთა ბაზა. ჩვენი სურვილი და მიზანია შევქმნათ სრულფასოვანი მონაცემთა ბაზა, სადაც აისახება მონაცემები საქართველოში მყოფი ყველა უცხოელის შესახებ. ბუნებრივია ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ზომაა, რომელიც ჩვენ გვაძლევს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესაძლებლობას“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები