მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილურ ოპერატორებს კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ სურთ - რატი ახვლედიანი 5G-ზე

64aa50c8a994b
ლიკა გურაბანიძე
09.07.23 10:00
5872
კომუნიკაციების კომისიის მიერ აუქციონის გამოცხადებას და მის პირობებს აკრიტიკებენ მსხვილი მობილური ოპერატორები. კომკომის სხდომაზე ამ აუქციონების პირობები გააკრიტიკა “სილქნეტის” დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა. საქმე იმაშია, რომ გამოცხადებული 4 აუქციონიდან 3-ის პირობების მიხედვით, მისმა შემძენმა 5G ქსელის დანერგვასთან ერთად ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებაც უნდა უზრუნველყოს. გიორგი რამიშვილის განმარტებით, ამ სახით დაყენებული პირობით, კომუნიკაციების კომისია არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს. სხდომაზე “მაგთის" იურისტმა ლევან გიორგაძემ განაცხადა, რომ არსებული პირობებით კომპანია აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამ თემაზე კომენტირებისას, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორების ასოციაციის წევრის, კომპანია MobineX-ის მმართველი პარტნიორი რატი ახვლედიანი გადაცემაში “საქმის კურსი” საუბრისას აღნიშნავს, რომ მობილურ ოპერატორებს კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ სურთ. 

“თუ მაგთიკომს ან სხვა ნებისმიერ მობილურ ოპერატირს სურს ეს ვალდებულება არ ჰქონდეს, თამამად შეუძლია, რომ სხვა გზით წავიდეს, 5G ლიცენზია აიღოს, მაგრამ ვირტუალური ოპერატორის ვალდებულება არა. ეს შესაძლებლობა მათ კომისიამ მისცა და ვერ ვხვდები ეს შანსი რატომ არ უნდა გამოიყენონ. თუმცა, მობილური ოპერატორები ამ აუქციონში არჩევანში დამოუკიდებლები არიან. მობილურ ოპერატორებს დღევანდელი მოცემულობა აქვთ ის, რომ საერთო ჯამში საკმაოდ დიდი დანახარჯის გაწევა მოუწევთ არა მხოლოდ ლიცენზიის აღების, არამედ ამ ყველაფრის ინფრასტრუქტურულად, ადმინისტრაციულად გამართვის თვალსაზრისითაც.

ისინი ვერ ხედავენ ამ დანახარჯების უკუგება რამდენ ხანში შეიძლება მოხდეს. მობილურმა ოპერატორებმა არ იციან ვირტუალური ოპერატორების სისტემა როგორ უნდა დაინერგოს და მისი საოპერაციო, ტექნიკური და ფინანსური მოდელი როგორ უნდა ჩამოყალიბდეს. ბაზარზე არიან ოპერატორები, რომელთან კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ სურთ, ისინი თავის ნაჭუჭში კომფორტულად არიან. ერთი წინაღობა გამოუცდებლობის გამოა, ხოლო მეორე იმიტომ, რომ შემოსავალს იღებენ და მშვიდად არიან.” - განმარტა რატი ახვლედიანმა.

მისივე თქმით, 5G ქსელი ქვეყანაში ბევრ რამეს გააუმჯობესებს. პირველ რიგში ავტომატიზაციას ააჩქარებს, რაც ინდუსტრიულ ბიზნესებს დაეხმარება. როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები 5G-ს ხარისხსა და სისწრაფეს იგრძნობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები