მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში 5G კავშირი ოფიციალურად ამოქმედდა

რუსეთი 5G

რუსეთის ციფრული განვითარების, კავშირგაბმულობისა და მასმედიის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 5G ქსელი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დავალებით ოფიციალურად ამოქმედდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალი ტექნოლოგია ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციისთვის საჭირო კრიტიკულ კომპონენტად მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ ახალი სტანდარტის დანერგვა მხოლოდ მობილური ინტერნეტის სიჩქარის გაზრდას არ გულისხმობს. ინოვაციური პლატფორმა დამოუკიდებლად მართვადი სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს, რობოტული სისტემების მართვას, ტელემედიცინის განვითარებასა და სამრეწველო სექტორის გაციფრულებას გაამარტივებს.

ამასთან, პროექტის საწყის ეტაპზე სისტემა გამოიყენებს იმ სიხშირეებს, რომლებიც ოპერატორებს მანამდე LTE სტანდარტისთვის გამოეყოთ. სატელეკომუნიკაციო კომპანიები მეხუთე თაობის ქსელისთვის 4.63-4.99 GHz სიხშირულ დიაპაზონზეც მიიღებენ წვდომას.

საყურადღებოა, რომ ეს რესურსი სახელმწიფომ ბაზრის მოთამაშეებზე სრულიად უსასყიდლოდ და თანაბარი გამოყენების უფლებით გადაანაწილა. სამინისტროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ბაზარზე მაღალი კონკურენციის შენარჩუნებასა და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ტარიფების გარანტირებას ისახავს.

ცნობისთვის, მეხუთე თაობის საკომუნიკაციო სტანდარტი მონაცემთა გადაცემის მაღალ სიჩქარესა და მინიმალურ დაყოვნებას უზრუნველყოფს. ახალი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა ინდუსტრიული ავტომატიზაციისა და მასშტაბური ციფრული სერვისების მთავარ საყრდენად მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები