მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მობილური ოპერატორები ინტერნეტიდან და ხმოვანი მომსახურებიდან თითქმის ერთნაირ შემოსავალს იღებენ

629b2835308bd
სალომე მეცხვარიშვილი
04.06.22 15:00
865
მობილური ოპერატორები მობილური ინტერნეტიდან და ხმოვანი მომსახურებიდან თითქმის ერთნაირ შემოსავალს იღებენ. კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში ნათქვამია, რომ მობილური ოპერატორების შემოსავლების 44% ხმოვან მომსახურებაზე, 43% კი ინტერნეტზე მოდის. მოკლე ტექსტურ შეტყობინებებითა და სხვა მომსახურებებით კი შემოსავლების 13% გენერირდება.

კომუნიკაციების კომისია მიუთითებს, რომ მობილური ინტერნეტის თითქმის ყველა მაჩვენებელი - ტრაფიკი, მოხმარება – მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მნიშვნელოვნად გაზრდილია ტრაფიკის და საშუალო მოხმარების მაჩვენებლები. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის მობილურ ინტერნეტს 3.8 მილიონი აბონენტი ჰყავდა საქართველოში, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7%–ით მეტია.

მოხმარებული მობილური ინტერნეტ ტრაფიკი გაზრდილია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2022 წლის I კვარტალში 94 პეტაბაიტი შეადგინა. შარშან ეს მაჩვენებელი 63 პეტაბაიტი იყო. ასევე გაზრდილია თითო აბონენტის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარება და საშუალოდ 8.6 გბ–ს შეადგენს, რაც გასულ წელს 6.6 გბ–ი იყო.

3.8 მილიონი აბონენტიდან, 2.8 მილიონი ფიზიკური პირია, 0.8 მილიონი იურიდიული პირი,0.2 მილიონი კი სახელმწიფო დაწესებულებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები