მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ComCom-მა BMG სპონსორობის წესის დარღვევისთვის გააფრთხილა

647059a2b7b80
BM.GE
26.05.23 10:59
585
ComCom-მა “ბი-ემ-ჯი” სპონსორობის წესის დარღვევისთვის გააფრთხილა. როგორც კომუნიკაციის კომისიის განცხადებაში წერია, კერძოდ, სპონსორზე მითითება შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას, ასევე, მის სპეციალურ მახასიათებლებზე, ნიშანთვისებებსა და უპირატესობებზე ხაზგასმას.

"კომუნიკაციების კომისიამ “ბი-ემ-ჯი” სპონსორობის წესების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. 2023 წლის აპრილში, ComCom-მა მაუწყებლის ეთერში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი ჩაატარა. მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევები. კერძოდ, სპონსორზე მითითება შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას, ასევე, მის სპეციალურ მახასიათებლებზე, ნიშანთვისებებსა და უპირატესობებზე ხაზგასმას.

გამომდინარე იქედან, რომ ტელეკომპანია “ბი-ემ-ჯი”-ს მიერ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი შინაარსის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა", - ნათქვამია კომისიის ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები