მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეკლარაციასთან დაკავშირებით ტექნიკური გაუგებრობა იყო, პრობლემა უკვე აღმოფხვრილია" - კომკომის წევრი

64ad1f0ee7b0f
BM.GE
11.07.23 13:24
1161
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი, ნათია კუკულაძე, საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ტექნიკური გაუგებრობა მოხდა და პრობლემა სრულად არის აღმოფხვრილი.

საქმე ის არის, რომ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ 2022 და 2023 წლებში შევსებულ დეკლარაციებში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი, უძრავი ქონება და ინფორმაცია მისი მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

„წლებია ყოველთვის დეტალურად და სრული პასუხისმგებლობით ვავსებ დეკლარაციას, ასე მოხდა 2022 წელსაც. შესაბამისად, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო დღეს გავრცელებული ინფორმაცია. დაუყონებლივ მივმართე საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს საკითხის შესწავლის მიზნით. როგორც გაირკვა, ტექნიკური გაუგებრობა იყო, რომელიც ოპერატიულად აღმოიფხვრა“, - განუცხადა კუკულაძემ bm.ge-ს.

კომუნიკაციების კომისიის წევრი დეკლარაციაში ხელფასს, 5 უძრავ ქონებასა და მეუღლის ბიზნესს მალავს - TI

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები