მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლევან თედიაშვილი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე და სპორტის დამსახურებული ოსტატი, ლევან თედიაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1999 წელს ორგანიზებულ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვაში, ლევან თედიაშვილი XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ.

ლეგენდარული სპორტსმენის მიღწევები შთამბეჭდავია: ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976), მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). ამასთან ის ერთადერთ მოჭიდავეა ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიოს ჩემპიონატი, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო. 1971, 1973 და 1974 წლებში ის საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენადაც აღიარეს.

2003 წელს მას თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ხოლო 2005-ში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ დიდების დარბაზშიც შეიყვანა.

ლევან თედიაშვილი სპორტის, გარდა სამსახიობო ნიჭითაც გამოირჩეოდა. მას მიღებული აქვს მონაწილეობა გიორგი შენგელაიას 1987 წლის ფილმ “ხარება და გოგიაში”, სადაც მას მეწყვილეობს ასევე ლეგენდარული ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე უწევდა.
უკანასკნელად მონაწილეობა 2021 წელს, ლევან კოღუაშვილის ფილმში “მეოთხე ბრაიტონი” მიიღო, რომელმაც ევროპის მასშტაბით უამრავი პრიზი და ჯილდო დაიმსახურა, ხოლო “ოსკარზე” კი საქართველოს კანდიდატი ფილმი გახლდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები