მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოდიან და ოჯახი ერთ ულუფას იყოფს - “დიარონი” აზიელი ტურისტების დაბალ მხარჯველუნარიანობაზე

დიარონი

სამეგრელოში, ზუგდიდში მდებარე რესტორან „დიარონის“ მფლობელი მამუკა ნაყოფია აცხადებს, რომ მიმდინარე პერიოდში ობიექტის დატვირთვა დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა.

მისი თქმით, რესტორანს ძირითადად უცხოელი ვიზიტორები სტუმრობენ, განსაკუთრებით კი აზიური ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები, მაშინ როცა ადგილობრივი მომხმარებლების წილი შედარებით მცირეა.

"აქტიურად დატვირთული არ ვართ, დაახლოებით 30%-ით ვართ დატვირთული. უფრო ტურისტები მოდიან, ძირითადად აზიური ბაზრებიდან, მათ შორის ჩინეთიდან. ადგილობრივები შედარებით ნაკლებია, უმეტესად თბილისიდან ჩამოდიან“, – აცხადებს ნაყოფია.

რესტორნის მფლობელი აღნიშნავს, რომ აზიელი სტუმრების ხარჯვის ქცევა სხვა ქვეყნის ტურისტებისგან განსხვავებულია და შედარებით დაბალი მხარჯველუნარიანობით ხასიათდება. მისი ინფორმაციით, ხშირად ერთ ულუფას რამდენიმე ადამიანი ინაწილებს.

„ჩვენთან ვინც მოდის, ქართული კერძების გასასინჯად მოდიან, თუმცა ძალიან ცუდად ხარჯავენ – ხშირია, მოდის ოჯახი და ერთ პორციას იყოფენ. აზიური [კერძები] კიდევ თუ ვინმეს მოუნდება, თვითონ მოაქვთ“, – ამბობს ნაყოფია.

რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, რესტორანი ცდილობს, კერძების ღირებულებები სტაბილურად შეინარჩუნოს, თუმცა პროდუქციის გაძვირების ფონზე ამის შენარჩუნება სულ უფრო რთული ხდება : „ვცდილობთ, ფასები არ გავზარდოთ, მაგრამ ბაზარი მუდმივად იცვლება – იზრდება პროდუქციის ღირებულება და ერთსა და იმავე ფასის შენარჩუნება პრაქტიკულად რთულდება“, – განმარტავს რესტორნის მფლობელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები