მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგვცენ მუშაობის საშუალება - „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ პერსონალი

641c28e7d286e
ინგა მურუსიძე
23.03.23 14:31
1136
მოგვცენ მუშაობის საშუალება, - ამ მოთხოვნით რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც კრიტიკული მედიცინის და ინტენსიური განყოფილების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი დუნდუა ჟურნალისტებს უყვება, უკვე დაიხურა ორი განყოფილება, პედიატრიული და კოვიდთერაპიის დეპარტამენტი. „ორივე განყოფილების თანამშრომლებისთვის ბოლო სამუშაო დღეა“, - ამბობს ის.

დუნდუას თქმით, საავადმყოფოს მენეჯმენტს, სავარაუდოდ, ინფორმაცია არ აქვს და თანამშრომლებსაც ვერაფერს ეუბნება.

„თხოვნა გვაქვს სახელმწიფოს მესვეურებთან, ნუ შეაჩერებენ ჩვენი კლინიკის ფუნქციონირებას და მოგვცენ საშუალება, რომ რეაბილიტაციის, რემონტის, თუ ახალი შენობის მშენებლობის პარალელურად, კლინიკამ უწყვეტად შეინარჩუნოს ყველა ის მიმართულება, თუ დეპარტამენტი, რომელიც დღეს არის და მოგვცენ საშუალება, რომ ვიმუშაოთ. სხვა არაფერი გვჭირდება. კლინიკის პრობლემები ჩვენზე უკეთესად არავინ იცის და რეაბილიტაციის აუცილებლობაც კარგად გვესმის, თუმცა რეაბილიტაცია დახურვის გარეშეც შეიძლება“, - ამბობს დუნდუა.

ინფორმაციისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს 1000-მა თანამშრომელმა გაავრცელა მიმართვა, რომ საავადმყოფო იხურება და უსამსახუროდ რჩებიან.

ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ კლინიკა დროებით დაიხურება, თუმცა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექიმებს რეაბილიტაციის პროცესში ხელფასები შეუნარჩუნდებათ. გიორგი დუნდუა გაბუნიას პასუხობს, რომ გაუქმებული დეპარტამენტის თანამშროლებს მსგავსი შეთავაზება არ მიუღიათ და ისინი ერთი თვის წინ, უპირობოდ გაუშვეს სამსახურიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები