მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოგვიწია ფასების დაკორექტირება” - "Legends Tskaltubo Spa Resort"

ლეგენდს სპა

"Legends Tskaltubo Spa Resort" დამფუძნებელი და დირექტორი ანდრო ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სასტუმრო სერვისების ღირებულების გაძვირება უწევთ.

ანდრო ჯიშკარიანის თქმით, მიმდინარე სეზონზე წყალტუბოში სასტუმრო მომსახურების ფასი 15%-ით გაიზარდა. 

“ფასის კორექტირება მოგვიწია 10%-15%-ით ზრდის ფარგლებში. ფასის ზრდა ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, მათ შორის პროდუქციაზე ღირებულების ზრდით, ასევე გაზრდილია ხელფასების ნაწილში დანახარჯები. ამასთან ძალიან ბევრი კომპონენტია, რისი დაკმაყოფილებაც გვიწევს, ამიტომ ფასის დაკორექტირება მიმდინარე სეზონზე მოგვიწია. მოთხოვნა არის, თუმცა კურორტს კიდევ მეტის რესურსი აქვს, ამიტომ წყალტუბოს მეტი პოზიციონირება სჭირდება მსოფლიო მასშტაბით”, - ამბობს ანდრო ჯიშკარიანი.

წყალტუბოს ერთ-ერთი აღდგენილი სანატორიუმის, სასტუმრო "Legends Tskaltubo Spa Resort"-ის დამფუძნებელი და დირექტორი ანდრო ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების მიმართულებით არსებული რესურსების ცნობადობის გაზრდა აუცილებელია.

"ბალნეოლოგიური კურორტების მხრიდან დღეს ბაზარზე იმაზე მეტია მიწოდება, ვიდრე მოთხოვნა არსებობს, ხოლო იმისთვის, რომ ეს ბალანსი დაცული იყოს, ქვეყნის ამ მიმართულებით რეკლამირება უნდა მოხდეს", - აღნიშნა ანდრო ჯიშკარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები