მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოხალისე ელჩის“ პროგრამა იწყება

ანა კუპრავა

“ჰელფინგ ჰენდი” იწვევს მოზარდებს „მოხალისე ელჩის“ პოზიციაზე. როგორც „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას "ჰელფინგ ჰენდის" წარმომადგენელმა, ანა კუპრავამ აღნიშნა, პროგრამა მიზნად ისახავს მოზარდებში მოხალისეობისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ ცოდნის ამაღლებასა და ლიდერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.

„მოხალისე ელჩის“ პროგრამა აერთიანებს ახალგაზრდებს საქართველოს ყველა რეგიონში და აძლევს მათ შესაძლებლობებს, რომ ექვსი თვის მანძილზე კარიერული წინსვლისა და ლიდერული უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით დაიწყონ თანამშრომლობა „ჰელფინგ ჰენდთან“, - აღნიშნავს ანა კუპრავა.

მისივე თქმით, „მოხალისე ელჩების“ პროექტის ფარგლებში მოზარდები მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას და ცოდნას, შეიძენენ ახალ მეგობრებს, თავად დაგეგმავენ და განახორციელებენ ეფექტიან მოხალისეობრივ პროექტებს თავიანთ სკოლასა და თემში.

„მოხალისე ელჩის“ პროგრამაზე განაცხადის მიღება  15 სექტემბრამდე მიმდინარეობს. აპლიკანტებმა, მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინონ იდეები, თუ როგორ მოახდენენ მოზარდებში მოხალისეობის პოპულარიზაციასა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას.

ახალგაზრდა „მოხალისე ელჩის“  პროგრამაში შეირჩევა 25 მოზარდი საქართველოს რეგიონებიდან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მოხალისეობის სკოლაში 22-23-24 სექტემბერს, ხოლო პროექტებს 6 თვის ვადით განახორციელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები