მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მოლაპარაკება შედგა. მიღწეულია შეთანხმება” - “რუსთავის აზოტის” განცხადება

ინდორამა

სს “რუსთავის აზოტში” აცხადებენ, რომ კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკება შედგა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განახლებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანამშრომლები სამუშაო პროცესს უბრუნდებიან.

„8-დღიანი გაფიცვის ფონზე სს „რუსთავის აზოტსა“ და დასაქმებულებს შორის მოლაპარაკება შედგა და მიღწეულია შეთანხმება.

გაფიცვა დასრულებულია და თანამშრომლები უბრუნდებიან სამუშაო პროცესს. საწარმოს საქმიანობა ეტაპობრივად სრულად განახლდება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები