მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლაპარაკებებში დიდ წარმატებას ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ჰუმანიტარული თვალსაზრისით ის მუშაობს - არახამია

6261b81c3c5c7
ალა ისპირიანი
21.04.22 23:30
1305
დავით არახამიას განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებებში დიდი წარმატება არ აქვთ, თუმცა ჰუმანიტარული თვალსაზრისით ის ნამდვილად მუშაობს.

როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებების დამსახურებაა 400 000-ზე მეტი მოქალაქის რთული ტერიტორიებიდან გაყვანა.

"მოლაპარაკებები გრძელდება. პაუზა გვქონდა უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში, რადგან ველით  სიტყვას როდის შეასრულებენ და მოგცემენ შესაძლებლობას მოქალაქეები მარიუპოლიდან გავიყვანოთ. იმ ტერიტორიიდან, რომელსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს. ეს მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციის სახით მიმდინარეობს ე.წ მცირე და მსხვილი მოლაპარაკებების ფორმატში. მსხვილ ფორმატში ყველა მონაწილეობს, ხოლო მცირე ფორმატის ფარგლებში ქვეჯგუფებად ვართ დაყოფილები სხვადასხვა თემის მიხედვით, მაგალითად სამხედრო, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებით.

მოლაპარაკებებში დიდ წარმატებას ვერ დავიკვეხნით, მაგრამ მოლაპარაკებების დამსახურებით 400 000-ზე მეტი სამოქალაქო პირის გაყვანა შევძელით სხვადასხვა რთული ტერიტორიიდან. ჰუმანიტარული თვალსაზრისით მოლაპარაკება მუშაობს. რაც შეეხება შეთანხმებას რუსეთ ყოველთვის ცდილობს ულტიმატუმი წაგვიყენოს. ვითხოვთ უახლოეს მომავალში ხელახლა შედგეს შეხვედრა სტამბულში მანამდე კი მოვამზადებთ დოკუმენტების სათანადო რაოდენობას პირისპირი შეხვედრისათვის “, - განაცხადა "მთავარის" ეთერში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა და უკრაინული ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ დავით არახამიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები