მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მოლდოვამ შესაძლოა უკრაინას EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში გაუსწროს - Politico

გაწევრიანება
BM. GE
27.08.25 17:29
1171

ევროკავშირი მოლდოვას გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას განიხილავს. Politico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალური ბრიუსელი სანდუს ხელისუფლებასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის დაწყებას სექტემბერში აპირებს. თუ ეს ცნობა დადასტურდა, გამოვა, რომ მოლდოვა უკრაინას გადაუსწრებს და უმნიშვნელოვანეს პროცესს მეზობელ სახელმწიფოზე ადრე დაიწყებს. გავრცელებულ ინფორმაციას სანდოს ხდის ის ფაქტი, რომ 2022 წლიდან მოყოლებული, მოლდოვა გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა პროცესს წარმატებით მიჰყვება და ევროკავშირის მოთხოვნებს მაქსიმალურად ასრულებს.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დაწყება დადებითად უნდა აისახოს მოლდოვას მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს რეიტინგზეც, რომელიც შემოდგომაზე ჩანიშნული რთული საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და ძალაუფლების შენარჩუნებას მეორე ვადით, მანდატის 2029 წლამდე შენარჩუნებას ცდილობს.

რაც შეეხება უკრაინას, მოლდოვასთან შედარებით მისი ჩამორჩენის მიზეზი არაერთია, მათ შორისაა დამოკიდებულებები უკრაინის მიმართ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხრიდან. როგორც ცნობილია, მისი აზრის ცვლილება ზელენსკის თხოვნით ტრამპმაც კი სცადა, თუმცა სატელეფონო ზარი უშედეგოდ დასრულდა. სავარაუდოდ, სწორედ ამას მოჰყვა უკრაინის მიერ უნგრეთისთვის უმნიშვნელოვანესი რუსული ნავთობის მილსადენის “მეგობრობის” მეორედ დაზიანება. უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპის დასაწყებად ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები