მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები 20 ოქტომბერს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა.
საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი მარია სანდუ კიდევ ერთხელ აპირებს კენჭისყრას. სანდუმ პრეზიდენტის პოსტი 2020 წლის დეკემბერში დაიკავა და მისი პირველი ვადა იწურება. ცნობისთვის, პრორუსული ოპოზიცია სანდუს პოლიტიკას ევროინტეგრაციის შესახებ ეწინააღმდეგება. ოპოზიცია აცხადებს, რომ სანდუს მეორე ვადით არჩევნებში გამარჯვების უზრუნველსაყოფად სურს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმიც იმ დღესვე გამართოს.
რეფერენდუმზე მოლდაველ ამომრჩევლებს მოუწევთ უპასუხონ კითხვას: მხარს უჭერენ თუ ეწინააღმდეგებიან მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას.
შეგახსენებთ, მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი 2022 წელს, უკრაინასთან ერთად მიენიჭა.